სამუშაო ვერსია — საბოლოო პირობებს „მამისეული“ დაადასტურებს.Working draft — final terms to be confirmed by Mamiseuli.
გამყიდველი: შპს „მამისეული“, ს/კ 406327336. კონტაქტი: mamiseuli@gmail.com, +995 593 23 37 88.
1. ასაკობრივი შეზღუდვა
ალკოჰოლური სასმელის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პირებს. მიწოდებისას შეიძლება მოგთხოვონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. შეკვეთა და დადასტურება
ვებგვერდზე გაგზავნილ შეკვეთას ადმინისტრატორი ამოწმებს და ადასტურებს. დადასტურების ან უარის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ელ. ფოსტით და SMS-ით. ფასები მითითებულია ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
3. გადახდა
- ბარათით ონლაინ — Flit-ის უსაფრთხო გვერდზე;
- საბანკო გადმორიცხვა ინვოისის მიხედვით;
- ნაღდი ანგარიშსწორება მიღებისას ან მარანში.
4. მიწოდება და გატანა
მიწოდება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე; ღირებულება და ვადა დადასტურებისას გეცნობებათ. შესაძლებელია უფასო გატანა მარნიდან (სოფ. ხატისოფელი, ბოლნისი) წინასწარი შეთანხმებით.
5. დაბრუნება
დაზიანებული ან არასწორი პროდუქციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მიღებიდან 48 საათში — შევცვლით ან თანხას დაგიბრუნებთ.
6. ბიზნეს-მომხმარებლები
იურიდიული პირებისთვის ინვოისი და ზედნადები ავტომატურად გენერირდება კომპანიის რეკვიზიტების მიხედვით.
Seller: Mamiseuli LLC, ID code 406327336. Contact: mamiseuli@gmail.com, +995 593 23 37 88.
1. Age restriction
Alcoholic beverages are sold only to persons aged 18 or over. ID may be requested on delivery.
2. Orders and confirmation
Orders placed on the website are checked and confirmed by our administrator. You'll receive confirmation or rejection by email and SMS. Prices are in GEL and include VAT.
3. Payment
- Card online — on Flit's secure page;
- Bank transfer by invoice;
- Cash on delivery or at the cellar.
4. Delivery and pickup
We deliver within Georgia; cost and timing are confirmed with your order. Free pickup is available at the cellar (Khatissopeli, Bolnisi) by arrangement.
5. Returns
If a product arrives damaged or incorrect, contact us within 48 hours of receipt — we'll replace it or refund you.
6. Business customers
Invoices and waybills are generated automatically from the company details provided.