მთავარიHome / ჩვენ შესახებAbout

ჩვენ შესახებAbout us

სამი და, ერთი მამისეული ვენახი

Three sisters, one father's vineyard

„მამისეული“ — ეს არის ის, რაც მამისგან დაგვრჩა: ვენახი, მარანი და სიყვარული ღვინისადმი.

"Mamiseuli" is what our father left us: a vineyard, a cellar and a love of wine.

მოსიაშვილების ოჯახი

ოჯახის ისტორიაThe family

ზაურის ვენახი ხატისოფელში

Zauri's vineyard in Khatissopeli

მოსიაშვილების ოჯახის მამა, ზაური, ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში დაიბადა. ბავშვობიდანვე მევენახეობას ეწეოდა და მემკვიდრეობით რქაწითელის ვენახი ერგო — ადგილობრივი, ქართული ჯიშის.

დროთა განმავლობაში მან ხატისოფელში ახალი სახლისა და მარნის საძირკველი ჩაყარა — ქვებით, რომლებიც ოჯახის წინაპრების სახლის ნანგრევებიდან აიღო.

ზაური 2015 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ დებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ გაეგრძელებინათ მამის საქმე. 2017 წელს მათ დამოუკიდებლად დააყენეს პირველი რქაწითელი — ჯერ მხოლოდ ოჯახისა და მეგობრებისთვის.

The father of the Mosiashvili family, Zauri, was born in the village of Khatissopeli in the Bolnisi region. Involved in viticulture since childhood, he inherited a vineyard of Rkatsiteli — an indigenous Georgian grape.

In time he laid the foundation of a new house and cellar in Khatissopeli, using stones taken from the ruins of the family's ancestral house.

Zauri died in 2015, and the sisters began to think about how to continue their father's legacy. In 2017 they made their first Rkatsiteli on their own — at first only for family and friends.

თამარიTamar

„ტანუნი“ · თანადამფუძნებელი"Tanuni" · co-founder

ქეთევანიKetevan

თანადამფუძნებელიCo-founder

თინათინიTinatin

თანადამფუძნებელიCo-founder

ციალაTsiala

დედა · თანადამფუძნებელიMother · co-founder

ქრონოლოგიაMilestones

პირველი ღვინიდან საერთაშორისო ჯილდოებამდე

From a first family wine to international medals

პირველი ღვინის შემდეგ დები დარწმუნდნენ, რომ ენერგია და რესურსი მეღვინეობისთვის უნდა დაეთმოთ — მიუხედავად წარმატებული კარიერისა სხვა სფეროებში.

After their first wine, the sisters were convinced they should devote their energy and resources to winemaking — in spite of successful careers in other fields.

მარანში
  1. 2015

    ზაური გარდაიცვალა. დები მამის საქმის გაგრძელებაზე ფიქრობენ.

    Zauri passes away. The sisters decide to carry on his work.

  2. 2017

    „მამისეული მარანის“ დაარსება და პირველი რქაწითელი — ოჯახისა და მეგობრებისთვის.

    Mamiseuli Marani is founded; the first Rkatsiteli is made for family and friends.

  3. 2019

    პირველი ბოთლები თბილისის მაღაზიებში: ქარვისფერი რქაწითელი და წითელი თავკვერი.

    First bottles in Tbilisi shops: amber Rkatsiteli and red Tavkveri.

  4. 2020

    პირველი ფესტივალები — ახალი ღვინის ფესტივალი, WinExpo. თავკვერი 2020-ის მთელი მოსავალი საფრანგეთში გავიდა.

    First festivals — New Wine Festival, WinExpo. The full Tavkveri 2020 harvest is exported to France.

  5. 2021

    პირველი მედალი: რქაწითელი 2020 — ბრინჯაო, Georgian International Wine Award.

    First medal: Rkatsiteli 2020 — bronze at the Georgian International Wine Award.

  6. 2022

    WIWI-ს წევრობა და პირველი როზე თავკვერის ყურძნიდან.

    Membership of WIWI and the first rosé from Tavkveri grapes.

  7. 2023

    ოქრო როზესთვის, ვერცხლი რქაწითელისთვის; Merano Wine Festival იტალიაში და Falstaff-ის საუკეთესო ქართული ღვინოები.

    Gold for the rosé, silver for Rkatsiteli; Merano Wine Festival in Italy and Falstaff's best Georgian wines.

  8. 2025 — 2026

    IWSC-ის ბრინჯაოს მედლები თავკვერისა და რქაწითელისთვის.

    IWSC bronze medals for Tavkveri and Rkatsiteli.

ეტიკეტების ამბავიStories behind the labels

ყოველ ეტიკეტს თავისი ამბავი აქვს

Every label tells a story

რქაწითელი და ფიროსმანი

Rkatsiteli & Pirosmani

რქაწითელის ეტიკეტი ქართველ მხატვარ ფიროსმანთან და მის ცნობილ ნახატთან — „წმინდა გიორგის დღესასწაული ბოლნისში“ — კავშირს გვიჩვენებს. ფიროსმანმა დახატა დღესასწაული, რომელიც ყოველ ნოემბერს ხატისოფლის წმინდა გიორგის ეკლესიასთან იმართება და სოფლის სიმბოლოდ იქცა.

The Rkatsiteli label connects to Georgia's most renowned painter, Pirosmani, and his famous painting "St. George Feast in Bolnisi". He painted the feast held every November at the St. George Church of Khatissopeli — which has become the symbol of the village.

„ტანუნი“ და ტანგო

"Tanuni" & the tango

თავკვერს „ტანუნი“ ჰქვია — ასე ეძახის თამარს მისი პატარა ძმისშვილი, გიორგი, რომელიც მის სახელს ვერ გამოთქვამდა. მას შემდეგ თამარი ოჯახისა და მეგობრებისთვის „ტანუნია“. თავკვერის ღვინის დაყენება მისი სურვილი იყო, ამიტომ ღვინოს მისი სახელი დაარქვა. ეტიკეტზე ტანგოს მოცეკვავე ქალია — ტანგო თამარის ჰობია.

The Tavkveri is called "Tanuni" — the name Tamar's little nephew George used because he couldn't pronounce hers. Tamar has been Tanuni to family and friends ever since. Making wine from Tavkveri was her wish, so the wine carries her name — and its label shows a lady dancing the tango, Tamar's hobby.

ბოლნისის მიკროზონაThe Bolnisi micro-zone

მიწა, სადაც ღვინო 8000 წელია იწურება

Where wine has been made for 8,000 years

ბოლნისის მიკროზონა ქვემო ქართლის სამხრეთითაა, მაშავერასა და ხრამის აუზებში, ზღვის დონიდან 570 მეტრზე. ბუნებრივად მდიდარი და ორგანული ნიადაგი, ზომიერად ცივი ზამთარი, ცხელი ზაფხული და ნიადაგის მრავალფეროვნება ადგილობრივ მევენახეობას განსაკუთრებულს ხდის.

The Bolnisi micro-zone lies in the south of Kvemo Kartli, in the basins of the Mashavera and Khrami rivers at 570 m above sea level. Naturally rich, organic soils, moderately cold winters, hot summers and diverse soils make its viticulture distinctive.

2019 წელს დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“. ის ექვს ყურძნის ჯიშს და სამ ტექნოლოგიას აღიარებს — ღვინო შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი ან ვარდისფერი მშრალი.

Bolnisi PDO was registered in 2019. It recognises six grape varieties and three winemaking techniques — the wine can be white, amber, red or rosé dry.

ბოლნისის რუკა
  1. ~8000 წლის წინ~8,000 years ago

    ახლომდებარე გათხრებზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები ბოლნისს ქართული მეღვინეობის სათავეებს უკავშირებს. მეზობელ რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ქვევრიც აღმოაჩინეს.

    Grape seeds from nearby excavations link Bolnisi to the origins of Georgian winemaking; some of the oldest qvevri were found in the neighbouring region.

  2. V საუკუნე5th century

    ბოლნისის პეტრე-პავლეს მონასტერში ნაპოვნი ქვევრის ფრაგმენტები. ქვევრით მეღვინეობა აქ შუა საუკუნეებშიც გრძელდება.

    Qvevri fragments at the Monastery of Sts Peter and Paul; qvevri winemaking continues here through the Middle Ages.

  3. XI საუკუნე11th century

    გიორგი მთაწმინდელი (1009–1065) ბოლნისურ ღვინოს ყოფს: „მსუბუქი“, „ზომიერი“ და „კეთილშობილი“ — საუკეთესო.

    George the Hagiorite (1009–1065) divides Bolnisi wine into "light", "moderate" and "noble" — the best.

  4. 1619 — 1620

    ორბელიანთა საგვარეულო ბოლნისის სოფლებიდან 778, შემდეგ კი 808 საფალნე (~96 ლიტრი) ღვინოს აღრიცხავს.

    The Orbeliani family records 778, then 808 "sapalne" (~96 litres each) of wine from Bolnisi villages.

  5. 1818

    შვაბი კოლონისტები გერმანიიდან — მევენახეობა-მეღვინეობის ახალი განვითარება.

    Swabian colonists from the German Empire further develop viticulture and winemaking.

  6. XX საუკუნე20th century

    ივანე ჯავახიშვილი (1876–1940) ქვევრის მეღვინეობას ბოლნისში გავრცელებულ სამონასტრო პრაქტიკად აღწერს.

    Ivane Javakhishvili (1876–1940) records qvevri winemaking as a popular monastic practice in Bolnisi.

ჯილდოებიAwards

რვა მედალი ხუთ წელიწადში

Eight medals in five years

  • 2026
    IWSC Wine & Spirits Judging in Georgia · GIWA – WinExpo რქაწითელი 2022 — ორი ბრინჯაოRkatsiteli 2022 — two bronze medals
  • 2025
    IWSC Wine & Spirits Judging in Georgia თავკვერი 2022 — ბრინჯაოTavkveri 2022 — bronze
  • 2023
    Black Sea Wine Festival თავკვერი როზე 2022 — ოქროTavkveri Rosé 2022 — gold
  • 2023
    Georgian International Wine Award რქაწითელი 2021 — ვერცხლი · თავკვერი 2021 — ბრინჯაოRkatsiteli 2021 — silver · Tavkveri 2021 — bronze
  • 2022
    ბოლნისის ღვინის ფესტივალიBolnisi Wine Festival თავკვერი 2021 — ბრინჯაოTavkveri 2021 — bronze
  • 2021
    Georgian International Wine Award რქაწითელი 2020 — ბრინჯაო, პირველი ჯილდოRkatsiteli 2020 — bronze, our first medal
Georgian International Wine Award GIWA diploma Black Sea Wine Festival diploma
Women in Wine Industry

WIWI · Women in Wine Industry

ქალები ქართულ მეღვინეობაში

Women in Georgian wine

2022 წლიდან მამისეული ასოციაცია WIWI-ის წევრია. ასოციაციის მეშვეობით მონაწილეობა მივიღეთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტში — ქალი მეღვინეების გამოფენებში კრაკოვსა (პოლონეთი) და ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ვორქშოფებსა და ტრენინგებში.

Mamiseuli has been a member of WIWI since 2022. Through the association we have taken part in many important projects — women winemaker exhibitions in Kraków (Poland) and London (UK), workshops and trainings.

გასინჯეთ მამის მემკვიდრეობა

Taste our father's legacy